თბილისში A და B კატეგორიის ტაქსები იმოძრავებენ - Palitra News

თბილისში A და B კატეგორიის ტაქსები იმოძრავებენ

2019-03-27 13:28:03+04:00

თბილისის მერის განცხადებით, თბილისის მერიის რეფორმის ფარგლებში ქალაქში ტაქსების ორი კატეგორია - A და B ლიცენზიის მქონე ტაქსები იმოძრავებენ. კახა კალაძის თქმით, A კატეგორიის ტაქსის მძღოლებისთვის ქალაქში გამოყოფილი იქნება უფასო საპარკინგე ადგილები, ხოლო მძღოლებს შესაძლებლობა ექნებათ მანქანაზე განათავსონ რეკლამები. მერის თქმით, რეკლამებიდან შემოსული სრული თანხა მძღოლს დარჩება.