რუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე უბედური შემთხვევა მოხდა.სავარაუდოდ,, 36 წლის მამაკაცი საცხოვრებელ ბინაში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალა. მეზობლების განცხადებით, გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურე იყო. ახლობლები ვარაუდობენ, რომ ოთახში დამონტაჟებული გამათბობელი ქარმა ჩააქრო და გაზმა ოთახში გაჟონა.საქმეზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.