საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ლევან კობერიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა.კობერიძის თქმით, მან პირველ მოსმენაზე ირაკლი კობახიძის მიერ წარდგენილ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა, თუმცა იმედოვნებს, რომ მეორე მოსმენისთვის კანონპროექტში ისეთი ცვლილებები შევა, რომელიც მას საშუალებას მისცემს შეცვალოს პირველ ჯერზე მიღებული გადაწყვეტილება და მხარი დაუჭიროს კანონპროექტს.