ვენესუელაში გადაუდებელი დახმარებისთვის საჭირო მედიკამენტებზე, სამედიცინო პრეპარატებსა და ინვენტარზე მწვავე დეფიციტია. ამის შესახებ სამედიცინო სექტორში დასაქმებულთა ფედერაციის აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა. მისივე თქმით, წამლებზე დეფიციტი 85%-ზე მეტი და სამედიცინო ინვენტარზე 90%-ია. პროფკავშირის წარმომადგენლის თქმით, ვენესუელაში შეუძლებელია უფასო სამედიცინო მომსახურების მიღება.
მანამდე ვენესუელას ე.წ. პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ განაცხადა, რომ ეროვნული ფარმაცევტული მრეწველობა უახლოეს მომავალში ქვეყნის საჭიროების 70%-ის დაკმაყოფილებას შეძლებს.