2018 წლის მე-4 კვარტლის მონაცემებით მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წმინდა მოგებამ 31 მილიონ 124 ათას 732 ლარი შეადგინა, რაც 13 მილიონ 426 ათას 238 ლარით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე.ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2017 წლის მე-4 კვარტლის მდგომარეობით ბანკების წმინდა მოგება/ზარალი - 44 მილიონ 550 ათას 970 ლარი იყო.
ამასთან, საანგარიშო პერიოდში მისო-ების შემოსავლებმა ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხების მიხედვით 353 მილიონ 254 ათას 741 ლარი; იურიდიულ პირებზე გაცემული სესხების მიხედვით კი 3 მილიონ 270 ათას 875 ლარი შეადგინა.
გარდა ამისა, კლიენტებისათვის მიცემული სესხების მიხედვით ჯარიმებიდან/საურავებიდან მიღებული შემოსავალი - 34 მილიონ 776 ათას 428 ლარი; ხოლო ვალუტის ყიდვა–გაყიდვის ოპერაციებიდან მიღებული მოგება – 11 მილიონ 60 ათას 730 ლარი იყო.ამასთან, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა საანგარიშო პერიოდში მოგების გადასახადის სახით - 13 მილიონ 267 ათას 516 ლარი გადაიხადეს.