საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია ავტოკეფალიის დღეს აღნიშნავს. როგორც პატრიარქმა სიონში, პარაკლისის დაწყებამდე ქადაგებისას განაცხადა, ავტოკეფალია რომ არ ყოფილიყო, არავინ იცის, რა შეიძლება მომხდარიყო ჩვენს ცხოვრებაში. პატრიარქის თქმით, დღეს არის განსაკუთრებული დღე, რომელიც აღემატება ისტორიულ თარიღს.მისივე თქმით, საქართველოს ეკლესიამ ავტოკეფალია ანტიოქიის ეკლესიიგან ვახტანგ გორგასლის დროს, მე-5 საუკუნეში მიიღო. პატრიარქის თქმით, 1500 წელი დასჭირდა, რომ კონსტანტინეპოლის მაშინდელ მსოფლიო პატრიარქს ეცნო საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია. სიონში წირვას საქართველოს პრეზიდენტიც დაესწრო.