"უღმერთოები არიან, არც ქალი გაარჩიეს, არც კაცი" - დაპირისპირება პოლიციელებსა და გარდაცვლილი 28 წლის გოგოს ახლობლებს შორის ბათუმში - Palitra News

"უღმერთოები არიან, არც ქალი გაარჩიეს, არც კაცი" - დაპირისპირება პოლიციელებსა და გარდაცვლილი 28 წლის გოგოს ახლობლებს შორის ბათუმში

2019-03-23 23:09:11+04:00

ბათუმში გარდაცვლილი 28 წლის მელანო ფუტკარაძის ახლობლებსა და სამართალდამცავებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. გარდაცვლილის ახლობლებმა ბათუმი-ქობულეთის გზის მონაკვეთი გადაკეტეს, სამართალდამცავები გზის გახსნას შეეცადნენ, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.„ესენი არიან ჩვენი დამცველები? არც ქალი გაარჩიეს, არც კაცი, ისე დაგვიპირისპირდნენ“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.აქციის მონაწილეები გამოძიების დასრულებამდე გარდაცვლილი ქალის მკურნალი ექიმის, ეკა ფუტკარაძის სამსახურიდან გათავისუფლებას ითხოვენ. მათ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, ნინო ნიჟარაძე და აჭარის პოლიციის წარმომადგენლები შეხვდნენ.შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ ბათუმში 28 წლის ქალი კლინიკაში გარდაიცვალა, ოჯახის წევრები ექიმებს დაუდევრობაში ადანაშაულებენ. მომხდარ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

იხილეთ:

"თავად მიიღო გადაწყვეტილება" - აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, გარდაცვლილი 28 წლის გოგოს ექიმმა საქმიანობა შეიჩერ

ბათუმში გარდაცვლილი 28 წლის გოგონას ცხედარს დაკრძალვამდე პროტესტის ნიშნად საავადმყოფოსთან მიასვენებენ

"არაფერი არ ჭირს, წაიყვანეთ სახლში, თბილ წყალში ფეხები ჩააწყობინეთო" - ბათუმში 28 წლის გოგონას გარდაცვალებაში ახლობლები ექიმებს ადანაშაულებენ