ბათუმში ორი დღის წინ გარდაცვლილი 28 წლის მელანო ფუტკარაძის ახლობლებმა რეფერალურ საავადმყოფოსთან მდუმარე აქცია გამართეს. როგორც მათ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნეს, ისინი მომხდარში მკურნალ ექიმებს ადანაშაულებენ. ოჯახის ინფორმაციით, 28 წლის გოგონას ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს ექიმებმა არასწორი დიაგნოზი დაუსვეს და მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. გარდაცვლილის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ მელანო ფუტკარაძეს 24 მარტს დაკრძალავენ, თუმცა მანამდე, პროტესტის ნიშნად გოგონას ცხედარს ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში რამდენიმე წუთით დაასვენებენ.