სახისა და სხეულის დასაჭიმი, მსოფლიოში ცნობილი აპტოსის ძაფების გამომგონებელი და მწარმოებელი ქართული კომპანია რუსეთისა და გერმანიის შემდეგ სამშობლოში შემოვიდა. აპტოსის ძაფების საწარმოო კომპლექსის მშენებლობას საძირკველი უკვე ჩაეყარა და 2020 წლის დეკემბერში ამოქმედდება. კომპანია წლიურად 300 000 ერთეული პროდუქციის წარმოებას შეძლებს და ამოქმედების პირველ ეტაპზე 100 ადამიანი დასაქმდება. კომპანია აპტოსმა, „აწარმოე საქართველოს“ პროგრამის ფარგლებში, ინფრასტრუქტურული მხარდაჭერით ისარგებლა და ქონების ეროვნული სააგენტოს დახმარებით 10 000 კვადრატული მიწის ნაკვეთი 1 ლარად მიიღო. გარდა ამისაპირველი 2 წლის განმავლობაში, კომპანიისთვის, სესხის პროცენტის თანადაფინანსებას „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს. ქართული ინოვაციური გამოგონება „აპტოსის“ ძაფები,50 -ზე მეტ ქვეყანაში წარმოებულის სახელით გვხვდება. საქართველოში საწარმოს ამოქმედების შემდეგ კი პროდუქტზე წარმოების ადგილად საქართველო იქნება მითითებული. საქართველოში წარმოებული პროდუქციის აპტოსის ძაფები ბრაზილიის, ამერიკის შეერთებული შტატების, კანადას, ტაილანდისა და სინგაპურის ბაზრებზე შევა.