სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ, ირაკლი კვარაცხელიას გატაცების და გარდაცვალების შესახებ საუბრისას აღნიშნავს, რომ სახელმწიფომ ყველა პოლიტიკური ბერკეტი უნდა გამოიყენოს რათა ადამიანებმა, რომლებიც ირაკლი კვარაცხელიას საქმეს უკავშირდებიან იგრძნონ, რომ მათი პასუხისმგებლობის საკითხი აუცილებლად დადგება. მისივე თქმით, სწორედ დაუსჯელობის სინდრომის გამო გრძელდება ჩვენი თანამოქალაქეების მიმართ მსგავსი უკანონო ქმედებები ოკუპირებულ ტერიტორიებზე.შეგახსენებთ, ირაკლი კვარაცხელი რუსმა ოკუპანტებმა რამდენიმე კვირის წინ გაიტაცეს და ის გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.