პარლამენტში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის თაობაზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს მოუსმინეს. მაია ცქიტიშვილის განცხადებით, მიმდინარეობს ძალიან აქტიური საზოგადოებრივი კამპანია იმისთვის, რომ უშუალოდ ანაკლიის პორტის პროექტის ირგვლივ შეიქმნას არასწორი საზოგადოებრივი აზრი. მისივე თქმით, ამ კამპანიის ავტორები ცდილობენ ისეთი განცდის შექმნას, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობით საქართველოს მთავრობა და ხელისუფლება დაინტერესებული არ არის. მისივე თქმით, ვერ დაეთანხმება მამუკა ხაზარაძის განცხადებას, რომ დარღვულია სამშენებლო გრაფიკი. მისივე თქმით, კონსორციუმმა ინფრასტრუქტურაში ფული დახარჯა, შესაბამისად, მასთან ურთიერთობასაც გააგრძელებენ. ამასთან, როგორც ცქიტიშვილმა აღნიშნა, თანამდებობა, ბანკის და პროექტის მეწილეობა ვერავის დაიცავს შესაძლო კითხვებისგან ან პასუხისმგებლობისგან. მინისტრის თქმით, ამჟამად მუშაობა მხოლოდ კონსორციუმთან და ბანკებთან მიმდინარეობს, რათა პროექტი დასრულდეს წარმატებულად და არავითარი სხვა ინვესტორი არ არსებობს.