შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, რუსთაველის 12-დან, საიდანაც "თიბისი ბანკზე" კიბერთავდასხმა განხორციელდა, კომპიუტერები ამოიღეს."თიბისი ბანკი" შს მინისტრისთვის გაგზავნილ წერილში კიბერთავდასხმის მისამართად რუსთაველის 12-ს უთითებს. აღნიშნულ მისამართზე საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას მეზვრიშვილი ადასტურებს.რაც შეეხება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ რუსთაველის 12-ში მდებარე ოფისი სავარაუდოდ, კოკა ყანდიაშვილს ჰქონდა ნაქირავები და რამდენად მოხდება ყანდიაშვილის დაკითხვა, შს მინისტრის განმარტებით, თუკი, გამოძიება საჭიროდ ჩათვლის ყანდიაშვილის გამოკითხვას, ის დაიკითხება. კომენტარი ამ საკითხზე სახალხო დამცველმაც გააკეთა. ნინო ლომჯარია იმედს გამოთქვამს რომ აღნიშნული გამოძიება პრეცედენტული იქნება და შინაგან საქმეთა სამინისტრო კიბერთავდასხმის ფაქტს ობიექტურად გამოიძიებს.