გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი, შვედეთის სამეფოს საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის მინისტრს, პიტერ ერიქსონს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის გარემოსდაცვითი მიმართულებით თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს. ლევან დავითაშვილმა ქვეყნისთვის გარემოს დაცვის პრიორიტეტულობის საკითხის შესახებ ისაუბრა და პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული მწვანე ეკონომიკის, როგორც ეკონომიკური განვითარების მოდელის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. დელეგაციის წევრებმა ასევე, ბოსტანას ქუჩაზე "საქართველოს მწვანეთა მოძრაობის" მიერ ორგანიზებული კამპანიის - "დავასუფთაოთ საქართველოს" ფარგლებში, გამწვანების აქციაში მიიღეს მონაწილეობა.