ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით პლენარულ სხდომაზე დღეს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილს მოუსმენენ.აღნიშნულ საკითხზე სასაუბროდ ცქიტიშვილი პარლამენტში საკუთარი ინიციატივით მიდის.ოპოზიცია ანაკლიის პორტთან დაკავშირებით რუსულ ინტერესზე ამახვილებს ყურადღებას და კითხვების დასმას მინისტრისთვის ამ კუთხით აპირებს. "ევროპულ საქართველოში" ხელისუფლების მხრიდან პროექტის ჩაშლის სურვილზე საუბრობენ და ცქიტიშვილისგან არგუმენტირებულ პასუხებს მოითხოვენ. თავის მხრივ, უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ანაკლიის პროექტი ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა და სახელმწიფომ ძალიან ბევრი გააკეთა იმისათვის, რომ ეს პროექტი განხორციელდეს.