მხოლოდ 10 წამის განმავლობაში ხელის ჩამორთმევა საკმარისია, რომ ერთი ადამიანის დნმ გადაეცეს მეორეს და აღმოჩნდეს ისეთ საგნებზე, რომელსაც პირველი პირი საერთოდ არ შეხებია. ეს დაადგინეს ინდიანაპოლისის უნივერსიტეტისა და ჰიუსტონის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის სამეცნიერი ცენტრის სპეციალისტებმა. აღმოჩნდა, რომ დნმ ბაქტერიების მსგავსად შეიძლება გავრცელდეს.ექსპერიმენტის ფარგლებში მოხალისეები ერთმანეთს ართმევდნენ ხელს, რის შემდეგაც ერთ-ერთი მათგანი ხელში იღებდა დანას. აღმოჩნდა, რომ შემთხვევათა 7%-ში დანის ტარზე დნმ-ის ძირითადი წილის მფლობელი ის ადამიანი იყო, ვინც დანას საერთოდ არ შეხებია. ე.ი. დნმ დანის სახელურზე შუამავლის, მეორე მოხალისის საშუალებით მოხვდა. მეცნიერების აზრით, შესაძლოა დნმ-ის გადაცემა 10 წამზე უფრო სწრაფად ხდება. აღნიშნული აღმოჩენა ცვლის წარმოდგენას გენეტიკური ინფორმაციის გაცვლაზე და სერიოზული კორექტივები შეიძლება შეიტანოს დანაშაულის გამოძიების პროცესში.კვლევებმა ცადყო რომ დნმ-ით დამნაშავის მოძებნა არც თუ ისე საიმედოა.