პრეზიდენტის ინიციატივას ჟენევის მოლაპარაკებების ცვლილების თაობაზე საკანონმდებლო ორგანოში შეფასებები მოყვა. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი პრეზიდენტის განცხადებების განმარტებისგან თავს იკავებს, თუმცა ამბობს, რომ ჟენევის ფორმატი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ბერკეტია. თალაკვაძე სალომე ზურაბიშვილის იმ განცხადებასაც ეხმაურება, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტმა თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილმა ცხინვალი დაბომბა. ოპოზიციის შეფასებით მოქმედი პრეზიდენტის განცხადებების ერთად ერთი მიზანი ქვეყნის ეროვნული ინტერესების შელახვაა.