კერძო სექტორის წარმომადგენლები ყველა კანონპროექტსა და დადგენილებაზე რიას ანუ რეგულაციების გავლენის შეფასებას ითხოვენ. მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელის თქმით, დადგენილების მიღებამდე მოსალოდნელი დადებითი და უარყოფითი შედეგების ანალიზი უნდა მოხდეს. ლევან სილაგავა ამბობს რომ, ბიზნესისთვის პროგნოზირებადი გარემოს შექმნა მნიშვნელოვანია.სახელმწიფოს, მიღებული გადაწყვეტილებების გამჭვირველეობისკენ მოუწოდებს ბრითიშ ამერიქან თობაქოს კორპორატიული დირექტორიც. ზვიად სხვიტარიძის თქმით, ბიზნესს სამოქმედო გეგმა და პროცესების წინასწარ განსაზღვრის შესაძლებლობა სჭირდება.ცნობისთვის, რეგულირების გავლენის შეფასების შესახებ კანონპროექტი უკვე მომზადებულია და საპარლამენტო განხილვები უახლოეს პერიოდში დაიწყება. კანონპროექტის ძალაში შესვლა კი 2020 წლის დასაწყისისათვის იგეგმება. ასევე 2020 წლის პირველ იანვრამდე მთავრობამ უნდა განსაზღვროს იმ საკანონმდებლო აქტების ჩამონათვალი, რომლებშიც ცვლილების შეტანის შემთხვევაშიც საწყის ეტაპზე სავალდებულო იქნება რეგულირების ზეგავლენის შეფასება. კანონპროექტით გათვალისწინებული რეგულირების ზეგავლენის შეფასების განხორციელებისთვის კი შესაძლოა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფა გახდეს საჭირო.