ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებული არასრულწლოვნების, გ.ბ.-სა და გ.ჯ.-ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმე თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასკვნით ეტაპზეა. დღევანდელ სასამართლო პროცესზე, რომელიც 15:30 საათზეა დანიშნული, ბრალდების მხარე დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს. დასკვნითი სიტყვა ბრალდების მხარეს გასულ სხდომაზე უნდა წარმოეთქვა, თუმცა, სასმართლო პროცესი ადვოკატების შუამდგომლობის საფუძველზე გადაიდო. შეგახსენებთ, რომ 2017 წლის პირველ დეკემბერს მომხდარი მკვლელობის საქმეზე, რომელსაც დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა, ორი არასრულწლოვანი გ.ჯ და გ.ბ არიან მსჯავრდებულები.