„თიბისი ბანკის“ საქმეზე გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე გამოიკითხა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გენერალურ პროკურატურაშიგანუცხადეს, ბუცხრიკიძე სასამართლოს წინაშე 18 მარტს გამოიკითხა.შეგახსენებთ, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით გამოძიება 11 წლის წინანდელ ტრანზაქციაზე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე მიმდინარეობს. ცნობისთვის, საქმეზე გამოკითხულნი არიან ასევე მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ბიზნესმენი ავთანდილ წერეთელი.