"ისეთი ცუდი კანდიდატები შემოვა ჩინჩალაძის ფონზე, რომ მეც მივცემ ჩინჩალაძეს ხმას. ფონი შეიქმნება ასეთი: ცუდი და იმაზე უარესი", - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც "ქართული ოცნების" პროექტს განიხილავენ მოსამართლეთა უზენაესს სასამართლოში განწესებასთან დაკავშირებით, დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ განაცხადა.მისივე თქმით, ინტერესთა კონფლიქტის გამორიცხვის გამო, იუსტიციის საბჭოს წევრებმა მოსამართლეობის სურვილის შემთხვევაში უნდა დატოვონ პოსტები, ან კანონმა უნდა შეუზღუდოს კანდიდატებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან უზენაეს სასამართლოში "გადაბარგება".