ოპოზიცია შუალედურ არჩევნებზე კანდიდატებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ერთობლივად მიიღებს. „ახალი საქართველოს“ ლიდერის თქმით თუ ნიკა მელია გადაწყვეტს მიიღოს მონაწილეობა ზუგდიდის მერის არჩევნებში, ის გაიმარჯვებს. შეგახსენებთ, გავრცელებული ინფორმაციით შუალედურ არჩევნებზე „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრობა“ ერთობლივ კანდიდატებს დაასახელებენ - ზუგდიდის მერად ნიკა მელიას,მთაწმინდის მაჟორიტარად შალვა შავგულიძეს და ზესტაფონის მერობის კანდიდატად დავით კირკიტაძეს.