17 წლის ქართველი ძალოსანი ლაშა თაქთაქიშვილი (102 კგ.) აშშ-ს ქალაქ ლას ვეგასში მიმდინარე ჭაბუკთა მსოფლიოს ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანი გახდა.თაქთაქიშვილმა ატაცში სამივე ცდა (123, 127, 130 კგ.) წარმატებით გამოიყენა და ვერცხლის მედალს დაეუფლა. ქართველმა ძალოსანმა აკვრაში 154 და 160 კგ. დაძლია და აქაც ვერცხლის მედლის მოპოვება შეძლო. ქართველმა ორჭიდის ჯამი 290 კგ. მოაგროვა და კვარცხლბეკის მეორე საფეხურზე ავიდა. ლაშა მხოლოდ ბულგარელ სტეფჩო ჰრისტოვს ჩამორჩა, რომელმაც თავი 315 კგ-ს მოუყარა, ბრინჯაო კი აზერბაიჯანელ ალი შუქურლუს (280 კგ.) ერგო.