სოფელ ხურვალეთთან მისასვლელ გზაზე სადაც პოლიციას სოფელში მისასვლელი გზა აქვს გადაკეტილი სამოქალაქო აქტივისტები მივიდნენ. ისინი ხურველეთში შესვლასა და ვითარების ადგილზე გაცნობას მოითხოვენ, თუმცა პოლიციამ მათ გადაკეტილი ტერიტორიის გადაკვეთის უფლება არ მისცა. ამის გამო მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
მედიის წარმომადგენლებს მისცა უფლება რომ შესულიყვნენ ხურვალეთის ტერიტორიაზე და გაცნობოდნენ ვითარებას თუ რა ხდება საოკუპაციო ხაზთან.