წყალტუბოში მცხოვრები ნანა ჩირგაძე პოლიციას შვილზე ძალადობაში ადანაშაულებს. მისი თქმით, 10 მარტს არასრულწლოვანი სამართალდამცავებმა სასტიკად სცემეს და სიგარეტით ხელი ამოწვეს. როგორც დაკავებულის დედა ამბობს, მის შვილს წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. ნიკა შვანგირაძე დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით, რაც გულისხმობს პოლიციელისადმი შეურაცხყოფის მიყენებას. ნანა ჩიორგაძის თქმით, ნიკა შვანგირაძესთან ერთად პოლიციელის შეურაცხყოფისთვის მისი სამი მეგობარიც დააკავეს, თუმცა მათ სამი დღის შემდეგ ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციული ჯარიმა შეუფარდა და გაათავისუფლა. წყალტუბოში არასრულწლოვანზე სამართალდამცველების მხრიდან შესაძლო ძალადობის ფაქტს შსს-ს გენერალური ინსპექცია სწავლობს.