ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ბედიანის ფსიქიატრიულ დაწესებულებასთან დაკავშირებული შიდა აუდიტის მოკვლევის შედეგები წარადგინა. მისი თქმით, ბედიანის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გამოვლინდა მნიშვნელოვანი დარღვევები, როგორც ბიზნეს პროცესების სწორად წარმართვის, ასევე სამედიცინო მომსახურების ხარისხის და უწყვეტობის შენარჩუნების თვალსაზრისით. მან ასევე გამოყო რეკომენდაციები და ის გეგმა, რაც სამინისტროს ბედიანის დაწესებულებასთან დაკავშირებით აქვს.