კადრები გომბორიდან, სადაც ავარიას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა - შუამთის ტყესთან სატვირთოს "ჯიპი" შეეჯახა - Palitra News

კადრები გომბორიდან, სადაც ავარიას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა - შუამთის ტყესთან სატვირთოს "ჯიპი" შეეჯახა

2019-03-15 13:10:17+04:00

გომბორი-თბილისის დამაკავშირებელ გზაზე ავარიას ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა შუამთის ტყესთან მოხდა. საპირისპიროდ მოძრავ სატვირთოს "ჯიპის" მარკის მანქანა შეეჯახა, შედეგად გარდაიცვალა მსუბუქი მანქანის მძღოლი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.