ფრანგული „პარი სენ ჟერმენის“ თავდამსხმელი ნეიმარი შესაძლოა უეფამ დისკვალიფიკაციით დასაჯოს. როგორც ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, ბრაზილიელის საკითხს სადისციპლინო კომიტეტი განიხილავს.ნეიმარი შესაძლოა ერთიდან სამ მატჩამდე დისკვალიფიკაციით დაისაჯოს და ამის მიზეზი ის სტატუსია, რომელიც სოციალურ ქსელში „მანჩესტერთან“ მატჩის შემდეგ გამოქვეყნა. მას შემდეგ რაც მანჩესტერს ბოლო წუთზე პენალტი დაუდეს, ბრაზილიელმა მსაჯები მიკერძოებაში დაადანაშაულა.