ოკუპირებულ გალში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას ცხედრის ექსპერტიზა სამხარაულის ეროვნულ ბიუროში 5 საათზე მეტხანს მიმდინარეობდა. ექსპერტ ირაკლი თოიძის ინფორმაციით, ცხედარს ყელზე დაზიანებები აღენიშნება."არის თოკის ჩანართები. მეტი დაზიანებები ფაქტობრივად, არ არის. დამატებითი გამოკვლევების შემდეგ დადგინდება რაღაცები. დაზიანებები რაც იყო, არის ყელზე უმნიშვნელო ნაჭდევები. ეს სიცოცხლის დროინდელია თუ სიკვდილის შემდეგ განვითარებული, ამაზე ლაბორატორიული კვლევები ჩატარდება", - განაცხადა ექსპერტმა ირაკლი თოიძემ. თუმცა კვარაცხელის ოჯახის წევრები თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავენ და აცახადებენ რომ ახალგაზრდა საოკუპაციო ძალებმა მოკლეს.სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გალის რაიონში, ირაკლი კვარაცხელიამ, რომელიც დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ იყო დაკავებული, თავი მოიკლა, თუმცა ირაკლი კვარაცხელია საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გუშინ გადმოასვენეს.