გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, წინასწარი მონაცემების მიხედვით, 2018 წლის მე-4 კვარტალში, სოფლის მეურნეობასა და თევზჭერაში განხორციელებულმა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 4 მილიონ 900 ათასი ამერიკული დოლარი შეადგინა, რაც მილიონ 900 ათასი დოლარით ანუ 62.4%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.ამასთან, სოფლის მეურნეობასა და თევზჭერაში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ბოლო სამი წელი მზარდია. კერძოდ, 2016 წელს 8 მილიონ 400 ათასი დოლარი, ხოლო 2017 წელს 12 მილიონ 400 ათასი დოლარი იყო. რაც შეეხება, გასული წლის წლიურ მაჩვენებელს, წინასწარი მონაცემებით, 2018 წელს უცხოურმა ინვესტიციებმა 15 მილიონ 900 ათასი დოლარი შეადგინა, რაც 3 მილიონ 600 ათასი დოლარით ანუ 28.7%-ით აღემატება 2017 წლის მაჩვენებელს.
2018 წლის დაზუსტებულ მონაცემებს „საქსტატი“ მიმდინარე წლის 15 აგვისტოს გამოაქვეყნებს.