ხელნაკეთი ნივთების დამზადება ბოლო პერიოდში ძალიან პოპულარული გახდა. ხელსაქმე პროფესიად იქცა, ხელნაკეთი ნივთები კი მოთხოვნად და ძვირადღირებულ პროდუქციად. მნიშვნელოვანია, რომ მცირეწლოვანი ბავშვებიც აქტიურად სწავლობენ ხელსაქმის სხვადასხვა მიმართულებას და მშობლებიც ცდილობენ, მათ ამ კუთხით ხელი შეუწყონ. ბავშვებს უყვართ ხელოვნება, საკუთარი ხელებით მათივე წარმოსახვის გაცოცხლება, თუმცა არც მათ და ხშირად არც მშობლებმა არ იციან რეალურად რამდენად მნიშვნელოვანია ასეთი აქტივობები ბავშვების განვითარებისთვის. საკითხის ირგვლივ მსოფლიოს წამყვანი ფსიქოლოგების მიერ არაერთი კვლევაა ჩატარებული, რომელთა შედეგების მიხედვითაც ხელსაქმეს ბავშვებისათვის დადებითი ეფექტი აქვს:ხელსაქმეში როგორიცაა გაფერადება, ხატვა, ფორმების გამოჭრა - ბავშვის ორივე ხელი აქტიურადაა ჩართული. ეს ბავშვებს წერის, თასმის შეკვრის, ბეჭდვისა და სხვა აქტივობების სწრაფად და კოორდინირებულად შესრულებაში ეხმარება. იმისთვის, რომ ბავშვმა დახატოს ფორმები, გამოჭრას ფიგურები და შეაერთოს ფიგურის ნაწილები, ის თვალისა და ხელის ერთობლივ კოორდინაციას იყენებს. ეს უნარები მას ისეთ ცხოვრებისეულ ასპექტებშიც კი გამოადგება, როგორიცაა დამოუკიდებლად ჩაცმა და ჭამაა. ხელნაკეთი ნივთების დასამზადებლად მოთმინებაა სააჭირო. ეს არის კარგი საშუალება, ბავშმა საკუთარი თავის კონტროლისა და მოთმინების უნარი გამოიმუშაოს. ხელნაკეთი ნივთების დამზადებისას შეიძლება ზუსტადისეთი შედეგი ვერ მივიღოთ, როგორც ჩვენ წარმოგვედგინა, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია ის, რომ ხელსაქმით ბავშვი სწავლობს მოქნილობას და სხავადსხვა სიტუაციასთან ადაპტაციას. ხელსაქმის წარმატებით შესრულება ბავშვში კმაყოფილებისა და საიმაყის განცდებს იწვევს. როდესაც თქვენს ბავშვთან ერთად ნივთების შექმნას დაიწყებთ თავდაპირველად დაუსახეთ მარტივი მიზნები, შემდეგ კი ნელ-ნელა გაურთულეთ, რათა მას აუმაღლდეს თვითშეფასება და მეტი ხალისით გააგრძელოს ნივთებისა თუ ნახატების შექმნა.ბავშვებს უყვართ მშობლებთან ერთად დროის გატარება, გართობა და რაიმე ახლის ერთობლივად შექმნა. რაც უფრო ხშირად იქნება ბავშვი მშობელთან ერთად მსგავს სახალისო აქტივობებში ჩართული, მით უფრო მაღალი იქნება ნდობის ხარისხი მშობლის მიმართ. ყოველივე ამის გათვალისწინებით კი ფსიქოლოგები გვირჩევენ, ინტენსიურად დავამზადებინოთ ბავშვებს სხვადასხვა ხელნაკეთი ნივთი.