ვენეციის საქალაქო საბჭომ დაამტკიცა ახალი გადასახადი ტურისტებისთვის, რომლებიც ქალაქში მოკლე ვადით ჩადიან. კერძოთ ტურისტები, რომლებიც ვენეციაში ღამით არ აპირბენ დარჩენას, თანხას გადაიხდიან. ვენეციაში შესვლის გადასახადი 2019 წლის ბოლომდე 3 ევრო იქნება, მომავალ წელს კი, ეს თანხა გაორმაგდება. იმ დღეებში, როდესაც ქალაქში ტურისტების დიდი ნაკადი იქნება მოსალოდნელი, გადასახადმა შესაძლოა, 10 ევრო შეადგინოს.
ახალი გადასახადისგან მოგროვებული თანხა ქალაქის ისტორიული ცენტრის კეთილმოწყობას მომხარდება, კერძოდ ნაგვის მოგროვებასა და ტერიტორიის დალაგებას. გადასახადისგან გათავისუფლდებიან ის პირები, ვინც დაიბადა, ცხოვრობს ან სწავლობს ვენეციაში, 6 წლამდე ასაკის ბავშვები და ის ადამიანები, ვინც ქალაქში ნათესავებთან ჩადიან. გადასახადებისგან გათავისუფლდებიან ასევე ის ტურისტები, რომლებსაც გადახდილი აქვთ ვენეციაში სასტუმროსა ან ჰოსტელის ღირებულება.
გადასახადის გადაუხდელობის შემთხვევაში, ტურისტს 450 ევრომდე ჯარიმა ელის. ჯერჯერობით უცნობია ზუსტი თარიღი, როდის ამოქმედდება ახალი სისტემა, თუმცა თავდაპირველი გეგმის მიხედვით, გადასახადის დაწესება 1-ელი მაისიდან იგეგმება.