ზუგდიდის ბულვარში, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობისა და თანასწორობის ცენტრის“ ორგანიზებით, აქცია გაიმართა, რომლის მიზანიც ქალთა უფლებების დაცვაა. აქციის ორგანიზატორის, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობისა და თანასწორობის ცენტრის“ ხელმძღვანელის ციცინო შენგელიას თქმით, მსგავსი ღონისძიებები ქალთა უფლებების დასაცავად ყოველ 8 მარტს იმართება.