თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოგნარის მოსახლეობამ ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე ნერგები დარგო. მოსახლეობამ ამ ფორმით ნაგავსაყრელის მშენებლობა გააპროტესტა და ხელისუფლებას ადგილზე რეკრეაციული ზონის მოწყობისკენ მოუწოდა.მათი თქმით, ხელისუფლება ამ საკითხის მოგვარებას დაპირდათ, თუმცა უშედეგოდ, ამიტომ პერმანენტული აქციებს აანონსებენ. მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის ინფორმაციით, ჭოგნარში ნაგავსაყრელის პროექტი დამტკიცებულია და მშენებლობა მარტში დაიწყება.