თურქეთში რუსეთის საზენიტო-სარაკეტო სისტემის С-400-ის განთავსება მიმდინარე წლის ოქტომბერში დაიწყება. ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ხულუსი აკარმა განაცხადა. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ "თურქეთის მიერ რუსეთისგან საზენიტო-სარაკეტო სისტემის შეძენა იძულებითი ზომაა, ვინაიდან С-400 ქვეყნის მოსახლეობის დაცვის უზრუნველყოფისთვისაა საჭირო". შეგახსენებთ, რომ აშშ-ს შეიარაღებული ძალების ევროპის სარდლობის მეთაურმა გენერალმა კურტის სკაპაროტიმ განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა არ უნდა მიჰყიდოს თურქეთს გამანადგურებელი-ბომბდამშენი F-35, თუ ანკარა უარს არ იტყვის რუსეთის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის С-400-ის შესყიდვაზე.