პარიზის მოდის კვირეულზე Balenciaga-მ ახალი კოლექცია წარადგინა. კრიტიკოსების შეფასებით, 2019-2020 წლის შემოდგომა-ზამთრისთვის დემნა გვასალიამ კლასიკური, პარიზული სტილის თანამედროვე და რეალისტური ვერსია შექმნა. მას შემდეგ, რაც ქართველი დიზაინერი ცნობილი მოდის სახლის კრეატიული დირექტორი გახდა, ბალენსიაგას გაყიდვების მაჩვენებელი გაორმაგებულია. 7 თებერვალს GQ-მ ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია მოდის ინდუსტრიის 50 ყველაზე გავლენიან ადამიანებს შორის დაასახელდა.