დუბაი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულება არაბთა გაერთიანებული საამიროს უდიდესი ქალაქი. დუბაის საამიროს ადმინისტრაციული ცენტრი დუბაი თავის სტუმრებს მხოლოდ შესანიშნავ პლაჟებს, მცხუნვარე მზეს, შოპინგის და გართობის ათასნაირ საშუალებას და ეგზოტიკურ სანახაობებს როდი სთავაზობს, არამედ ნებისმიერი ეპოქის დაუვიწყარ ღირსშესანიშნაობებსაც, დაწყებული რკინის საუკუნიდან დამთავრებული ცათანმჯენებით, რომლებიც ღრუბლებს ჩრდილავენ. სთავაზობს ხელოვნურ კუნძულებს, ათასნაირ თემატურ სანახაობებს, სათხილამურო კომპლექსებს უდაბნოში, საზღვაო, ცხოველურ და მცენარეულ პარკებს. საერთოდ გაზვიადებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ თავად დუბაი ღირსშესანიშნაობაა.