ამერიკის შეერთებული შტატები ინდოეთისთვის შეღავათიანი სავაჭრო სტატუსის შეჩერებას გეგმავს, რომლის თანახმადაც ინდოეთს ზოგიერთი პროდუქცია ამერიკაში საბაჟო გადასახადის გარეშე შეჰქონდა. ამერიკის პრეზიდენტის განცხადებით, ინდოეთმა ვერ შეძლო ოფიციალური ვაშინგტონის დარწმუნება, რომ ის შტატებისთვის გონივრული საბაზრო პირობების შეთავაზებას შეძლებდა. ინდოეთის ოფიციალური პირების განმარტებით კი, შტატების მიერ გადადგმულ ნაბიჯს „მინიმალური ეკონომიკური გავლენა ექნება“.
აღსანიშნავია, რომ ინდოეთი ერთადერთი ქვეყანა არ არის, რომელსაც თეთრი სახლის გადაწყვეტილებით შეღავათიანი სავაჭრო სტატუსი შეუჩერდება. არსებული ბენეფიტებით ვერც თურქეთი ვეღარ ისარგებლებს. ტრამპის განმარტებით, ის არსებულ კრიტერიუმებს ვეღარ აკმაყოფილებს.
როგორც „ბიბისი“ წერს, ეს ოფიციალური ვაშინგტონის მიერ გადადგმული უკანასკნელი ნაბიჯებია, რამაც მათი შეხედულებით უსამართლო სავაჭრო პრაქტიკა უნდა დაასრულოს.