"მსოფლიო ბანკის" მიერ ჩატარებული კვლევის "ქალები, ბიზნესი და კანონი 2019"-ის მიხედვით, საქართველო 178 ქვეყანას შორის 79.38 ქულით 79-ე ადგილს იკავებს, რაც საშუალოზე ოდნავ მაღალი მაჩვენებელია.
კვლევაში საუბარია, თუ როგორ შეიცვალა ქალთა შრომითი უფლებები და კანონმდებლობა გენდერული კუთხით ბოლო 10 წლის განმავლობაში. კვლევის შედეგად ქვეყნები 1-დან 100 ქულამდე ფასდებოდნენ, სადაც 100 ქულა სრულ გენდერულ თანასწორობას ნიშნავს.აღსანიშნავია, რომ საუკეთესო - 100 ქულიანი შეფასება მხოლოდ 6-მა ქვეყანამ - ბელგიამ, დანიამ, საფრანგეთმა, ლატვიამ, ლუქსემბურგმა და შვედეთმა მიიღეს. ყველაზე დაბალი შედეგი - 25.63 ქულა კი, საუდის არაბეთს აქვს.