მსოფლიო ჯანდაცვის ორგანზიაცია, განვითარებადი ქვეყნებისთვის, მედიკამენტების დაბალ ხარისხსა და მაღალ ფასებს, ისევ ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად ასახელებს. წამლებისა და სამედიცინო სერვისების ხარისხი საქართველოშიც მთავარ პრობლემად რჩება. სფეროს სპეციალისტებს, საკითხთან დაკავშირებით სერიოზული ეჭვები აქვთ. მათი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის რეფორმაში ქვეყანა მილიონობით ლარს ხარჯავს, ფარმაცევტული ბაზარი აბსოლუტურად უკონტროლია. ამასთან, ფარმაცევტული კომპანიების მოგების მარჟა საქართველოში ბევრად მაღალია, ევრიპის სხვა ქვეყნებთან შედარებით. სპეციალსიტებს ეჭვს ისიც ამყარებს, რომ საქართველოში მედიკამენტების კონტროლის მექანიზმი არ არსებობს. შექმნილ ვითარებაში, სპეციალისტები, ხელისუფლებას ადანაშაულებენ. ჯანდაცვის ექსპერტის, სერგო ჩიხლაძის თქმით, სამინისტრო თავადვე უწყობს ხელს სფეროში არსებულ უკონტროლო ვითარებას. ამასთან, ექსპერტი, ფარმაცევტულ კომპანიებთან გარიგების ნიშნებზეც საუბრობსჯანდაცვის ექსპერტების გარდა, სამედიცინო სერვსიებისა და მედიკამენტების ხარისხით უმყაოფილო არიან მომხმარებლებიც. მოქალაქეები ჩივიან, რომ მიუხედავად ძვირადღირებული წამლების შეძენისა, მათი ეფექტიანობა დაბალია.შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნა 2016-2017 წლების ბიუჯეტით გათვალისწინებულ ,,სოციალური უზრუნველყოფის“ პროგრამაზე. დასკვნის მიხედვით ცნობილი გახდა, რომ მედიკამენტები, რომლებიც ბენეფიციარებს უნდა მოხმარებოდა, ისეთ პირებზე იყო გამოწერილი, რომლებიც დიდი ხნის გარდაცვლილნი იყვნენ. შესაბამისად, სად მიდიოდა ის მედიკამენტები, ჯერჯერობით უცნობია