თუკი ბიძინა ივანიშვილი 2020 წლამდე დარჩება, ჩვენ მივიღებთ მაქსიმუმ 2.5-მილიონიან პენსიონერებითა და ჩინოვნიკებით დასახლებულ ქვეყანას, ამას პლუს სხვადასხვა ქვეყნის ღარიბი რეგიონიდან შემოყვანილი მუშახელი, რომელთაც საქართველოსთან არაფერი აკავშირებს, - აღნიშნული განცხადება საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქალაქ რომში, მხარდამჭერ ემიგრანტებთან შეხვედრისას გააკეთა.სააკაშვილის ინფორმაციით, მისი პრეზიდენტობის დროს საქართველოში უფრო მეტი ბრუნდებოდა, ვიდრე ქვეყნიდან მიდიოდა, ხოლო 2012 წლის შემდეგ, საქართველოდან დამატებით მილიონი ადამიანი წავიდა.