სახიფათო ნივთიერება, რომელიც შესაძლოა ნუშის შემთხვევაში არსებობდეს ამიგდალინია, რომელიც ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ ციანიდად გარდაიქმნება. ციანიდი - ქიმიური ნაერთი, შხამი, რომელიც წარმოადგენს წყალბადმჟავის მარილებს, ორგანიზმში მისი მოხვედრა იწვევს ადამიანის სიკვდილს.თუმცა ეს სახიფათო ნივთიერება ნუშის იმ სახეობაშია, რომელიც სიმწარით გამოირჩევა და მას ძირითადად კოსმეტიკურ საშუალებებს იყენებენ, ტკბილი ნუში კი ძალიან სასარგებლო და უსაფრთხო პროდუქტია. ამიტომ თუ ნუშს გარგრის გულისმაგვარი სიმწარე აქვს, არ შეჭამოთ, რადგან თქვენ ამიგდალინიან პროდუქტთან გაქვსთ საქმე. კიდევ ერთი ნივთიერება, რომელიც განსაკუთრებით ბევრია ნუშში და ასევე სხვა თხილეულის შემადგენლობაშიც ფინის მჟავაა, რომელიც კალციუმის შეწოვას უშლის ხელს და შესაძლოა კალციუმის დეფიციტი და ძვლების გამოფიტცავ გამოიწვიოს. თუმცა თუ ჯანმრთელი კუჭ-ნაწლავი გაქვთ, ფიტინი უსაფრთხოა, პრევენციისთვის კი შეგიძლიათ ნუში 12 საათით გააჩეროთ წყალში და მხოლოდ ამის შემდეგ მიირთვათ, რადგან ასეთი მოქმედებით მისგან ფიტინის ნაწილი გამოდის.თხილისა და ნიგვზის შემთხვევაში კი უმჯობესია თუკი მათ მოხალავთ და ისე მიირთმევთ, რადგან ფიტინი ამ შემთხვევაშიც მცირდება პროდუქტში, მოხალულ თხილეულში კი მთლიანადაა შენარჩუნებული დადებითი თვისებები.