დაფასოვებული არაქისის, იგივე მიწის თხილის ყიდვისას იცოდეთ, ის არ უნდა იყოს ზედმეტად ყვითელი, რაც მის სიძველეზე მიანიშნებს, ასევე დააკვირდით, ხომ არ პრიალებს ის, რადგან ხშირად არაქისს ყველაზე იაფფასიან, პალმის ცხიმში ხალავენ და ისე აფასოვებენ, იაფფასიანი პალმის ცხიმი კი საშიშია ადამიანის ორგანიზმისთვის. ასევე დააკვირდით შემადგენლობას, მას არ უნდა ეწეროს ნივთიერება ნატრიუმის გლუტამატი.
ნატრიუმის გლუტამატი, თეთრი ფერის მარილი, ადვილად იხსნება წყალში. საკვები დანამატი, რომელიც 1907 წელს იაპონიაში შეიქმნა, საკვები პროდუქტებისთვის გემოვნური თვისებების გასაუმჯობესების მიზნით. ეტიკეტზე შესაძლოა აღნიშნული იყოს, როგორც ე 621.ნატრიუმის გლუტამატი შედის საეჭვო დანამატების სიაში. ის მოქმედებს პირის ღრუს რეცეპტორებზე, მომხმარებელი კი რაც მეტ საკვებს მიირთმევს ამ დანამატით, მით უფრო მეტი უნდა. არაერთმა კვლევამ დაადასტურა, რომ ვინც იღებს პროდუქტებს ნატრიუმის გლუტამატით, ზედმეტი წონის პრობლემა ექმნებათ. ვირთხებზე 6 თვიანი ექსპერიმენტის შედეგად დადგინდა, რომ ცხოველების 20 პროცენტმა, რომლებსაც ყოველდღიურად აღნიშნულ ნივთიერებას აძლევდნენ, მხედველობა დაკარგა. ადამიანებზე მსგავსი ექსპერიმენტი არ ჩატარებულა, ის დასაშვებ დანამატად ითვლება. არ დაგავიწყდეთ არაქისი ყველაზე ალერგიული თხილეულია, ამიტომ განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მიირთვან ალერგიულმა პაციენტებმა.