გადასახადების დამალვის გამო კოლუმბიელი მომღერალი შაკირა სასამართლოს წინაშე წარსდგება. ესპანური მედიის ცნობით, ბარსელონაში ცხოვრების განმავლობაში ის საშემოსავლო გადასახადს არ იხდიდა, რის შედეგადაც მან 14, 5 მილიონი ევრო დამალა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება გასული წლის იანვარში დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით, შაკირა სასამართლოს წინაშე 12 ივნისს წარდგება. 2015 წლიდან შაკირა ცნობილ ფეხბურთელთან, ჟერარდ პიკესთან და 2 შვილთან ერთად ესპანეთში ცხოვრობს.