საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ საპატრიარქო შუამდგომლობას აღძრავს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მსჯავრდებული ითხოვს შენდობას და აღიარებს თავის წილ დანაშაულს. მათივე განცხადებით, დეკანოზ გიორგი მამალაძის მხარდაჭერები და ადვოკატები, სინამდვილეში, არა პატიმრის ინტერესებს, არამედ მის საქმეს ეკლესიის წინააღმდეგ ადრე დაწყებული კამპანიის გასაგრძელებლად იყენებენ. აქვე აღნიშნავენ, რომ ამ აზრს ის გარემოებაც ამყარებს, რომ მიმდინარე პროცესებში მონაწილეობას, ძირითადად, ის ადამიანები იღებენ, რომლებიც ხშირად უპირისპირდებიან ეკლესიას.