პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტი "თიბისი ბანკის" საქმეზე იმსჯელებს. საკანონმდებლო ორგანოში დღეს ბანკის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე მივა. პარლამენტში ეროვნული ბანკის პრეზიდენტიც იყო დაბარებული, თუმცა კობა გვენეტაძემ "თიბისი ბანკის" საქმეზე პარლამენტისთვის ინფორმაციის მიწოდება ეროვნულ ბანკს მიზანშეწონილად არ მიაჩნია, რის გამოც გვენეტაძემ საკანონმდებლო ორგანოში მისვლაზე უარი თქვა. ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა მწვავე კითხვებს თავი აარიდა, რის გამოც კობა გვენეტაძეს პარლამენტის უპატივცემულობაში ადანაშაულებს.