23-24 თებერვალს, ფრენბურთის არენაზე ტაეკვონდოში თბილისის ღია ჩემპიონატი ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა, როგორც თბილისის ტაეკვონდოს კლუბების ასევე საქართველოს ყველა რეგიონის სპორტსმენებმა მიიღეს. გარდა ქართველებისა ტურნირზე რამდენიმე ქვეყნიდან მოწვეულმა სულ 400-მა სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა. ტაეკვონდოს მსოფლიო ფედერაციის წესდების მიხედვით, ტურნირი ჩატარდა სხადასხვა წონით კატეგორიაში. შეჯიბრს დაესწრო ტაეკვონდოს მსოფლიო ფედერაციის წარმომადგენელი, მეექვსე დანის მფლობელი კორეელი სპეციალისტი - დუხვი ლი, რომელიც 3 წელი იმუშავებს საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან, ასევე მოამზადებს მწვრთნელებს და მსაჯებს.