ეკა ბესელია ახალი საპარლამენტო ფრაქციის შექმნასთან დაკავშირებით კონსულტაციების დაწყებას აანონსებს. ის არ გამორიცხავს, რომ თანამშრომლობა თემატურად „სოციალ-დემოკრატებთანაც“ შედგეს. მისი თქმით, კონსულტაცია გაიმართება ყველასთან, ამ ახალი პოლიტიკური პლატფორმის ქვეშ შეიძლება იყოს მოაზრებული. შეგახსენებთ, რომ ეკა ბესელიამ საპარლამენტო უმრავლესობა გასულ კვირაში დატოვა. ბესელიამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პარლამენტმა უვადოდ მოსამართლეების დანიშვნაზე მორატორიუმთან დაკავშირებით, მისი კანონპროექტი ჩააგდო.