საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდიუმის სხდომაზე, სპორტის სასახლეში მომხდარ ინციდენტს განიხილავენ. სხდომა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს. განხილვაში მოჭიდავე ზურა დათუნაშვილიც ესწრება. როგორც პრეზიდიუმის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბარში ზურაბ დათუნაშვილმა განაცხადა, მას სხდომისგან არანაირი მოლოდინი არ აქვს. სხდომის დაწყებამდე, ჭიდაობის ფედერაციის წარმომადგენლებს, მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილსა და მის მხარდამჭერებს შორის მცირე ინციდენტი მოხდა. კონფლიქტის გამომწვევი მიზეზი პრეზიდიუმზე დათუნაშვილის დასწრება- არ დასწრების საკითხი იყო. როგორც ცნობილია, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე, სპორტის სასახლეში, 11 იანვარს, მასსა და ევროპის ჩემპიონს, ზურაბ დათუნაშვილს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დააკავეს, რაც ძალადობას გულისხმობს. საქალაქო სასამართლომ გეგა გეგეშიძე 5 000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა და ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტიც შეუნარჩუნა.