საქართველოს ნაკრები ირაკლიონში მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფის ბოლოსწინა მატჩში საბერძნეთთან 69:81 დამარცხდა. საბერძნეთის ნაკრები ჯგუფიდან უკვე გასულია და უმოტივაციოდ იყო, ამიტომ რამდენიმე წამყვანი კალათბურთელი არ ათამაშეს, ჩვენს გუნდს კი სახვადასხვა მიზეზით არაერთი ლიდერი აკლდა.ბერძნები აშკარად უკეთ ისროდნენ პერიმეტრიდან და მესამე პერიოდის დასაწყისში უკვე 22 ქულით გავიდნენ წინ. ამის შემდეგ ჩვენმა გუნდმა კარგი მონაკვეთი ჩაატარა და ბერიშვილისა და შერმადინის შეტევებით ანგარიში 12 ქულამდე შეამცირა. თუმცა, საბერძნეთმა მაინც მოახერხა დასკვნითი მეოთხედის 15 ქულით მოგება. მეოთხე მეოთხედში საქართველოს ნაკრებმა ჩამორჩენა 5 ქულამდე შეამცირა, მაგრამ მეტი ვეღარ შესძლო და 69:81 წააგო. მატჩის საუკეთესო მოთამაშე გიორგი შერმადინი იყო, რომელმაც 26 ქულა, 15 მოხსნა, 3 გადაცემა და 2 დაფარება მიითვალა და მისმა სარგებლიანობის კოეფიციენტმა 37 შეადგინა.