სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ნახევარი ტონა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი ამოიღო, როგორც სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ისინი აგრარული ბაზრებისა და ხორცის სარეალიზაციო ობიექტების კონტროლს განაგრძობენ. აღნიშნულ ტერიტორიაზე ასევე გამოვლინდა არაორგანიზებული ვაჭრობის, ე.წ. გარე ვაჭრობის, პირობებში მალფუჭებადი სურსათის რეალიზაციის ფაქტები, რის შესახებაც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აცნობა თბილისის მერიის მუნიციპალურ ინსპექციას.